ჩარგალში ჩატარებული ქართული ჭიდაობის ტურნირი ახმეტის სახელით მოჭიდავე ზვიად გოგოჭურის ჩემპიონობით დაგვირგვინდა. ვაჟაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი შეჯიბრის ფინალში გოგოჭურმა გორელ პაატა ღვინიაშვილს სძლია და პირველი ადგილისთვის დაწესებული 400 ლარი მიიღო, ღვინიაშვილს 200 ლარი ერგო, ხოლო მესამეადგილოსან გიორგი ბაინდურაშვილს – 100.
ქართული ჭიდაობის გარდა, დოღიც გაიმართა, რომელიც ჩარგალელმა სოსო გურასპაულმა მოიგო.