ფეხბურთი

16:50 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაქუჩები ფორლანით დაინტერესდნენ

შესაძლოა, “ვესტ ჰემმის” რიგებში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი ჩაირიცხოს. ამ ინფორმაციას “მირორი” ავრცელებს. სემ ელერდაისი დამწუხრებულია იმ ფაქტით, რომ ენდი კეროლი გუნდს კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ასე რომ, აუცილებელია ფორვარდის დამატება, ვინაიდან გოლის გატანას ,,ჩაქუჩები’’ ხშირად ვერ ახერხებენ - მოიკოჭლებენ ამ კომპონენეტში.

შეგახსენებთ ურუგვაელი 2001-2004 წლებში ასპარეზობდა “მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა თავის სათანადოდ წარმოჩენა ვერ მოახერხა, უმეტესად სათადარიგო სკამზე უწევდა ყოფნა - ჩაატარა 92 შეხვედრა და გაიტანა 14 გოლი, რაც ცენტრფოვარდისთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ არის.

დღესდღეობით, ფორლანი ბრაზილიურ კლუბ “ინტერნაციონალში” ასპარეზობს. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა სამხრეთამერიკელი ნისლიან ალბიონზე.

დიმიტრი შარიქაძე

0.118553