ფეხბურთი

0:19 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას “კლუჟი” სტიაუასთან” დამარცხდა, ბეგლარიშვილმა ესტონეთში გაიტანა

 

გიორგი ჭანტურიამ მეორე ტაიმი ითამაშა “კლუჟისა” და “სტიაუას” შეხვედრაში. “კლუჟის” მწვრთნელი მირიუტა მატჩამდეც ამბობდა, რომ ქართველს სანაკრებო თამაში რადგან ჰქონდა, სრულად დასვენებული ვერ იქნებოდა და 90 წუთს არ დაუთმობდა. “კლუჟმა” 0:1 წააგო – 84-ე წუთზე გაუშვა გოლი. ბუქარესტელები უფრო მეტს უტევდნენ და ჭანტურიასაც იშვიათად ეძლეოდა გამწვავების შანსი. “კლუჟი” მეშვიდე ადგილზეა.

ესტონეთში მეორე ტური გაიმართა და “ფლორას” ზაქარია ბეგლარიშვილმა “პაიდეს” განადგურებას (5:0) დაუდო სათავე. ბეგლარიშვილმა 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

პოლონეთში “იაგელონიამ” შინ 1:0 სძლია ‘ზაგლებიეს” და მერვე პოზიციაზეა. ქართველებს არ უთამაშიათ: გიორგი ფოფხაძე განაცხადში არ გახლდათ, ხოლო ნიკა ძალამიძე 18 კაცს შორის იყო, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ.

დანიაში “ორჰუსმა” შინ 2:5 წააგო “ოლბორგთან”. ქართველთაგან მხოლოდ დავით დევდარიანმა ითამაშა, ბოლო 23 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა მისი შესვლის დროს ანგარიში 1:5 იყო. დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, ხოლო მათე ვაწაძეს ტრავმა აქვს. “ორჰუსი” მეექვსე ადგილზეა.

0.132495