გაირკვა რეზო ჭანტურიას კლუბის “სტრუმიცას” მეტოქეები ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდმა რუმინეთის ჩემპიონატის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა. რატი მსხვილიძე, შესაძლოა, “ტრაბზონსფორში” გადავიდეს, 6 დეკემბერს კი, სერბეთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ხელბურთში.
“ზომიმაკ-სტრუმიცამ” მესამე ეტაპი დანიურ “ორჰუსთან” წარმატებით გაიარა და ჯგუფურ სტადიაზე მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ფრანგული “მონპელიე”, დანიური “სკიერნი” და პორტუგალიის “სპორტინგი”. თამაშები ორ წრედ თებერვალ-მარტში გაიმართება, ხოლო მეოთხედფინალში ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის. მაკედონიის ჩემპიონატში “სტრუმიცას” 11 თამაშიდან 11 მოგება აქვს და 33 ქულით ლიდერობს.
რუმინეთის პირველობაზე პირველი წრე დასრულდა. “შტიინცა ბაკეუმ”, შოთა თევზაძითა და ვლადიმერ რუსიათი, გამოტოვებული მატჩი სტუმრად მოუგო “სტიაუას” 39:34 და მესამე ადგილზეა. რუსიას გოლი არ გაუტანია. საშობაო არდადაგებამდე რუმინეთში კიდევ ორი ტური გაიმართება, რის შემდეგაც თევზაძე, რუსია და “ტიმიშოარას” ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან. ნაკრები 20-დან 25 დეკემბრამდე თბილისში მოემზადება, შემდეგ ისრაელში გამართავს შეკრებასა და საწვრთნელ მატჩს, 2 იანვარს კი ანკარაში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის მესამე ტურში თურქეთს ეთამაშება.
თურქეთის ჩემპიონატში, “ტრაბზონსფორში” ახლახან გადასულ მეკარე გიგა ტორონჯაძეს მალე შეიძლება საქართველოს ნაკრების მეორე მოთამაშე, რატი მსხვილიძეც შეუერთდეს. კლუბსა და ხელბურთელს შორის ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. “ტრაბზონი” თურქეთის 14-გუნდინ ჩემპიონატში მეათე ადგილზეა 8 თამაშიდან 3 მოგებით, უახლოესი მატჩში კი 17 დეკემბერს ლიდერ “ბეშიქთაშს” ეთამაშება.
და ბოლოს, 6 დეკემბერს სერბეთში იწყება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი. პირველ დღეს ერთი მატჩია. სერბეთი ხვდება იაპონიას.
ხელბურთი. ფედერაციის თასის წილისყრა. ჯგუფური ეტაპი, კაცები.
A ჯგუფი: ჰანოვერი (გერ), ლეონი (ესპ), ლუგი (შვდ), ჩურგუი (უნგ).
B ჯგუფი: მონპელიე (საფ), სკიერნი (დან), სტრუმიცა (მკდ), სპორტინგი (პორ).
C ჯგუფი: სეგედი (უნგ), ტატრან პრეშოვი (სლკ), ნანტი (საფ), კრისტიანსტადი (შვდ).
D ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ), კონსტანცა (რუმ), შამბერი (საფ), ჰლოჰოვეცი (სლკ).
რუმინეთის ჩემპიონატი. პირველი წრის შემდეგ
1. კონსტანცა 29, 2. პოტაისა ტურდა 29, 3. შტიინცა ბაკეუ 25, 4. დინამო ბუქარესტი 23, 5. პანდური 21, 6. ოდორეი 18, 7. პოლი ტიმიშოარა 12, 8. სტიაუა 12, 9. ბაია მარე 10, 10. კარას სევერინი 7, 11. ბუკოვინა 4, 12. ჩშM ბუქარესტი 3.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში. 6-22 დეკემბერი.
A ჯგუფი:
B ჯგუფი: დანია, ბრაზილია, სერბეთი, იაპონია, ჩინეთი, ალჟირი.
C ჯგუფი: ნორვეგია (ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი), პოლონეთი,
D ჯგუფი: უნგრეთი, გერმანია, რუმინეთი, ჩეხეთი, ტუნისი, ავსტრალია.
6 დეკემბერი
21:00 სერბეთი – იაპონია
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
www.geohandball.ge