გიორგი ჭანტურია რუმინულ “კლუჟს” შეუერთდა და დღეს პირველად ივარჯიშებს ვასილე მირიუტას გუნდში. გადაწყდა, რომ ქართველი ფორვარდი 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეხსენებისთვის, “კლუჟმა” მილიონი ევრო გადაუხადა “ვიტესს” და ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, “კლუჟი” ქართველ ფეხბურთელს სხვაგან გადასვლაში ხელს ვერ შეუშლის. დიდი ალბათობით, პირობების გადახედვა უახლოეს ზაფხულშივე მოხდება და შესაძლოა, ჭანტურიამ იტალიურ კლუბს მიაშუროს. ეს კლუბი “ვერონაა”.
აქვე ვთქვათ, რომ “კლუჟმა” გუშინ 0:0 ითამაშა “ვასლუისთან” და კვლავაც მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო ტურში კლუჟელები გასვლაზე “ვიტორულს” ხვდებიან (28 თებერვლას) და სავარაუდოდ, გიორგის რუმინული დებიუტიც იქ შედგება.