გუშინ ბევრი ამხანაგური მატჩი გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და გოლით აღნიშნა, ქართველი გიორგი ჭანტურიაა. როგორც იცით, გიორგის 25 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რათა ეროვნულ ნაკრებში გოლი გაეტანა.
აქვე ვთქვათ, რომ ბოლო 5 წელიწადში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ქართველი ფეხბურთელს ნაკრების სადებიუტო შეხვედრაში გოლი გააქვს: პირველი სანდრო გურული გახლდათ, რომელმაც 2010 წელს სლოვენია-საქართველოს მატჩში შეაგდო. გურულმა მოედანზე შესვლიდან 20 წუთში გაიტანა.