დავით ჩაგელიშვილი კარიერას ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ჩიმკენტის “ორდაბასიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინტერნტეგამოცემა sports.kz-ი იუწყება.
შარშან ჩაგელიშვილი კოკშეტაუს “ოკჟეტპესში” გამოდიოდა და 6 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა, კოკშეტაუელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ქართველმა თავდამსხმელმა გუნდი დატოვა. იანვრის მიწურულს ის შეკრებაზე მყოფ “ორდაბასის” შეუერთდა, რომელის რიგებში ვარჯიშისა და რამდენიმე ამხანაგური თამაშის ჩატარების შემდეგ, ჩიმკენტელებმა მისი დატოვება მოისურვეს.
აქვე გეტყვით, რომ შარშან “ორდაბასიმ” ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა.