ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ჩად ჯონსონი, რომელსაც არცერთი კლუბი აღარ იწვევს და წესით, ძალიან მძიმე პერიოდი უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში, თვეში დაახლოებით 66000 დოლარს მაინც შოულობს.
ახლახანს, ყოფილი ცოლის დამსახურებით, ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ, მას თავის ფინანსურ კრიზისზე ღიად საუბარი მოუწია. ყოფილმა ცოლმა ჯონსონი მამების იმ კატეგორიას მიაკუთვნა, დაშორების შემდეგ შვილსაც რომ „შორდებიან“ და მისი უზრუნველყოფით თავს არ იწუხებენ.
ანგარიშების წარდგენისას ჩადმა განაცხადა, რომ მისი შთამბეჭდავი ყოველთვიური შემოსავალი – საშუალოდ 66000 დოლარი – კერძო დაკვეთებითა და კონტრაქტებით იშოვა. მაგრამ ეს არაფერია მის 1,28–მილიონდოლარიან უძრავ ქონებასთან შედარებით. ჯონსონის მფლობელობაშია ასევე 600000 აშშ დოლარის ღირებლების მანქანები, 75000 დოლარის ღირებულების ავეჯი და 40000 დოლარის სამკაულები.
ცუდი მოსასმენია ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ერთ შვილის დედას თვეში მხოლოდ 15000 დოლარს უხდის, ხოლო მეორეს – სულაც 5000-ს, ყოველთვიურ გართობაზე კი ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ორივე შვილზე ჯამში.