ჭიდაობა

12:03 | 24.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა პოზნანი უმედლოდ მოიარეს

პოლონეთის ქალაქი პოზნანში, ჭაბუკ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უმედლოდ ჩაამთავრა. აგვისტოში, სინგაპურში ჩასატარებელი ბავშვთა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ შეჯიბრზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუთ წონით კატეგორიაში იახლა შეგირდები. არჩევანი საქართველოს ჩემპიონებზე შეჩერდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ვერც ერთმა მათგანმა მოახერხა.
ქართული ხუთეულიდან საუკეთესო შედეგი 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე აკაკი კანდელაკმა აჩვენა. იგი მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ედნარ შავაძე (42 კგ), შმაგი ბოლქვაძე (50 კგ), რამაზ სურმანიძე (58 კგ) და მათე ბერიძე (69 კგ) საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.113713