9-14 აგვისტოს ვარშავა ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა, თამაზ ბენდიანიშვილმა და ვაჟა კრავეიშვილმა საპოლონეთო განაცხადები უკვე შეავსეს.
ექვსდღიანი ტურნირის ორი საწყისი დღე თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმობა, მომდევნო ორ დღეში გოგონები გამოავლენენ კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორებს, ბოლოს კი, მედლებს კლასიკოსები გაითამაშებენ.
ევროპირველობის შემდეგ ჭაბუკ მოჭიდავეებს სულ რაღაც ათ დღეში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუწევთ გამოსვლა. შეჯიბრებას 23-28 აგვისტოს უნგრეთის ქალაქი სომბათჰეი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, შარშან, ამ ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატზე თემურ ბენდიანიშვილის გუნდმა ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. კრავეიშვილის შეგირდებმა კი თითო ოქრო-ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოინაგრეს.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები:
ბერძნულ-რომაული სტილი
რამაზ ზოიძე (42 კგ), ბაკურ გოგოლი (46 კგ), ედნარ შავაძე (50 კგ), გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ), შმაგი ბოლქვაძე (58 კგ), გიორგი თოიძე (63 კგ), შალვა ხაჩიძე (69 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ), კუკური კირცხალია (85 კგ), ბაკურ კანდელაკი (100 კგ)
თავისუფალი სტილი
გიორგი პასიკაშვილი (42 კგ), რამაზ დარჩიძე (46 კგ), შოთა ფანცულაია (50 კგ), შოთა ფარტენაძე (54 კგ), რაუფ შაკულ-ოღლი (58 კგ), ომარ გურჯიძე (63 კგ), შალვა ჭადაშვილი (69 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ), ბექა როჭიკაშვილი (85 კგ), გენო პეტრიაშვილი (100 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე