ჭიდაობა

21:21 | 15.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების გეგმა ავიაკომპანიამ არია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები პოლონეთში ამაღამ, დაახლოებით 20-საათიანი დაგვიანებით გაემგზავრება. 17-22 აპრილს, ქალაქი კატოვიცე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და თამაზ ბენდიანიშვილის გუნდი ხალიჩაზე სრული შემადგენლობით გავა.
წინასწარი გეგმით, ქართული დელეგაცია პოლონეთში დღეს დილაადრიან, თბილისი-კიევი-ვარშავის ავიარეისით უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ავიაკომპანიას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და რეისი გადაიდო. იყო საშიშროება, ნაკრებს ტურნირზე ჩასვლა დაეგვიანებინა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ბენდიანიშვილის გუნდი ვარშავაში მიუნხენის გავლით გაეშვათ.
17 აპრილს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდებიან: 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში. 18 ივლისს კი მედლები 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გათამაშდება.
აქვე ნაკრების შემადგენლობაც: შმაგი თოდუა (42 კგ), გიორგი პასიკაშვილი (46 კგ), გიორგი ლეჟავა (50 კგ), ლევან მურცხვალაძე (54 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (58 კგ), ტარზან მაისურაძე (63 კგ), ომარ გურჯიძე (69 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ), ირაკლი მწითური (85 კგ) და ბექა კახეთელიძე (100 კგ).
19-20 ივლისს ევროხალიჩა გოგონებს დაეთმობათ. 21-22 ივლისს კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი პოლონეთში ამ ათეულს იახლებს:
თემურ შავაძეზე (42 კგ), რამაზ ზოიძე (46 კგ), ირაკლი შავაძე (50 კგ), გიორგი ხუჭუა (54 კგ), თემურ კვაჭაძე (58 კგ), მურთაზ ჩაბრავა (63 კგ), ნუკრი შავაძე (69 კგ), ნიკა გავაშელი (76 კგ), ნიკოლოზ კახელიშვილი (85 კგ), ზვიად პატარიძე (100 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.116572