საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრ თემურ ნოზაძეს (50 კგ) ათენში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ვანო ხუბაშვილი (50კგ), რობიზინ ბეგლარაშვილი (55კგ) და ნატალია ყიფშიძე (40კგ) კი რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ.
სამდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა სამ-სამ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ შვიდმა ძიუდოისტმა იჭიდავა და მათგან ოთხი საღამოს ბლოკშიც მოირგებს კიმონოს.
ნოზაძის მეტოქე ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი რუსტამ ზაბოლოტნი იქნება. ხუბაშვილი უკრაინელ კირილ სამოტუგს დაუპირისპირდება, ბეგლარაშვილი – ბელგიელ ხორე ვერსტრაეტენს, ხოლო ყიფშიძე – სერბ მარია ივკოვიჩს.