სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი გოგა ცეკვავა (12. 03. 87, 190 სმ, 87 კგ), ერთწლიანი პაუზის შემდეგ“ქუთაისი-2010”-ში ბრუნდება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ცეკვავამ განუცხადა.
“მართალია, კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ “ქუთაისი-2010”-ის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური დეტალებია მოსაგვარებელი” – გვითხრა ცეკვავამ.
შეგახსენებთ, რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილი გოგა ცეკვავამ 2012-13 წლების სეზონი ამავე ქალაქის გუნდში გაატარა და სწორედ რუსთაველთა შემადგენლობაში შეძლო საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის მოგება.