ვიქტორ სანიკიძემ ყაზანის “უნიქსში” ძალიან სტაბილურად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც რუსულ კლუბში მისთვის საყვარელი 13 ნომერი მიიღო, მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პირველის მსგავსად, ამჯერადაც 13 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ყაზანელები ახალი სეზონისთვის ლიტვაში ემზადებიან და ამჯერად, კაუნასში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” გაეჯიბრნენ, რომელიც აქამდე მოსკოვის ოლქში იყო ბაზირებული და “ტრიუმფის” სახელით გახლდათ ცნობილი.
გასულ შეხვედრაში “უნიქსის” უპირატესობა აშკარა გახლდათ და საბოლოოდ, 20-ქულიანი უპირატესობაც დაფიქსირდა – 87:67 (26:16, 21:20, 20:13, 20:18). ყაზანელთა ვებ-გვერდის ცნობით, სანიკიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და როგორც აღვნიშნეთ, 13 ქულა მიითვალა.
ქართველი ფორვარდი მხოლოდ რუს ლიხოდეის ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, ხოლო “უნიქსის” ამერიკელმა ლეგიონერებმა ლენგფორდმა და ჯერელსმა, რომლებიც ყაზანში იტალიური “მილანიდან” გადაბარგდნენ, 12-12 ქულა მოაგროვეს.
მომდევნო საკონტროლო მატჩში “უნიქსს” გაცილებით სერიოზული მეტოქე