ფეხბურთი

19:28 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

Cadena Ser: შედეგების მიუხედავად, მოურინიო “რეალს” დატოვებს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო სამუშაო ადგილს გამოიცვლის. Cadena Ser-ი ირწმუნება, რომ პორტუგალიელის აბარგება გადაწყვეტილია და მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს თუ არა “რეალი” მიმდინარე სეზონში რაიმე მნიშვნელოვან ტიტულს. 

ხსნებული წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელმა “რეალის” ხელმძღვანელებთან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ იანვარში შეათანხმა. მიუხედავად ამისა, ამას მადრიდელთა ასპარეზობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია. 
მოგეხსენებათ, ევროპული მედიასაშუალებები მოურინიოს ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
0.114285