ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტური ბექა ბურჯანაძის “კახასოლის” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირებით გაიხსნა. ამ მატჩში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ და მათ გამარჯვება არც გასჭირვებიათ – 97:62.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 04:15 წუთი გაატარა და თითო ორქულიანის და სამქულიანის აცილება მოასწრო. ამას გარდა, პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები ლატვიელი და ჩეხი კალათბურთელები – კრისტაპს პორჟინგისი და ტომას სატორანსკი იყვნენ 13-13 ქულით.
“რეალი” 8 გამარჯვებით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “კახასოლი” 4 მოგებით და 4 მარცხით მე-9 ადგილზე აღმოჩნდა.