ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო რვეულში შეაღწია, ქართველმა კალათბურთელმა კი მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
სევილიელები სატურნირო ცხრილში წინ მყოფ “ჰერბალაიფ გრან კანარიას” დაუხვდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 73:60.
ბურჯანაძემ მოედანზე 13:03 წუთი გაატარა და მასპინძლებს 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ბექამ 2-ვე ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, შეცდომა არ დაუშვია და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“კახასოლმა” 13 მარცხის წილ მე-14 მოგება მიითვალა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბის საპლეიფო პოზიციიდან გამოძევების შანსი ბადალონას “ხუვენტუტს” აქვს, რომელიც მიმდინარე ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსას” დაუხვდება.