დასრულდა კალათბურთელთა ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის ჯგუფური ეტაპი. საქართველო ბოლო ტურში ისვენებდა და ელოდებოდა მატჩების დასრულებას, რათა მომავალი მეტოქე შეეტყო.
ქართველებმა ჯგუფში 6 მატჩიდან 2 მოგება მოიპოვეს და ცხადი გახდა, რომ დავით უსტიაშვილის გუნდი მე-5 ადგილზე ზევით ვერ ავიდოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველო ბრძოლას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებდა. უბრლოდ, მეტოქე არ იყო გარკვეული.
ახლა კი უკვე ცნობილია, რომ 19 ივლისს საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება, რომელმაც A ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა. 9-12 ადგილების ფლიგელში მეორე წყვილში ერთანეთს რუმინეთი და ავსტრია ხვდებიან. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს მე-9 ადგილისთვის შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულები მე-11 ადგილისთვის იბრძოლებენ.
რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ ბოსნია-უკრაინა და ბელარუსი-ბელგია შეხვდებიან. ამ 4-დან 3 საუკეთესო „ა“ დივიზიონში გადავა. ჯგუფებში 3-4 ადგილებზე გასული გუნდები (პორტუგალია, კვიპროსი, ჰოლანდია, ფინეთი) კი ერთმანეთში 5–8 ადგილებს გაითამაშებენ.
ბოლოადგილოსანი ლუქსემბურგი და შვეიცარია ერთმანეთს მე-13 ადგილისთვის შეხვდებიან.
ქართველებისთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მექულე და მეპასე საქართველოს ნაკრების წევრები არიან. მატჩში საშუალოდ მოგროვებული 21.8 ქულით ბექა ბურჯანაძემ ჯგუფურ ეტაპს ულიდერა, ხოლო მოხსნებში ის 9.8 ერთეულით მე-3 ადგილზეა. საუკეთესო მეპასე გახდა ირაკლი მიქელაძე, რომელმაც 7 მატჩში 39 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მოხსნების ლიდერი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი გასული თვის ნბა-ს დრაფტში მე–16 ნომრად “
9-12 ადგილებისთვის
19 ივლისი
A საქართველო – ესტონეთი 21:30 (თბილისის დრო)
B რუმინეთი – ავსტრია
20 ივლისი
მე-9 ადგილისთვის
A გამარჯვებული – B გამარჯვებული
მე-11 ადგილისთვის
A დამარცხებული – B დამარცხებული
www.gbf.ge