არგენტინელი ფეხბურთელის, ნიკოლას ბურდისოს მეუღლე, ყოფილი მოდელი მარია ბელენი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოდიუმიდან უკვე წავიდა, ფორმასა და სხეულის ფიგურას ძველებურად უვლის და მის გარეგნობას ვერც ორი შვილის გაჩენამ დააკლო რაიმე.
ქალბატონი მარია თავის შვილებს იტალიაში, ძიძასთან ერთად თავადაც ზრდის და თავისუფალ დროს ვარჯიშში ატარებს. არგენტინელი ფეხბურთელი ხშირად ამბობს, რომ ამაყობს თავისი ცოლის გარეგნობითა და მუდმივი სურვილით, რომ სულ ფორმაში იყოს.
დაახლოებით ორი წლის წინ, ევროპული ბულვარული პრესა წერდა, თითქოს ბურდისო ცოლთან გაშორებას აპირებდა. თუმცა, საუბრები საუბრებად დარჩა და არგენტინელი მცველი კვლავ თავისი ცოლის ერთგულია. ისე კი, სხვისი ერთგულება-ღალატის ამბებზე თავს ვერავინ დავდებთ...