ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გერმანიის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დააკომპლექტა და მასში მხოლოდ ორი გუნდის ფეხბურთელები შეიყვანა: 7 – მიუნხენის “ბაიერნიდან” და 4 – დორტმუნდის “ბორუსიადან”.
მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი).
მცველები: ფილიპ ლამი, დანტე, დავიდ ალაბა (ყველა – ბაიერნი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი).
ნახევარმცველები: ჰენრიხ მხითარიანი, მარკო როისი (ორივე – დორტმუნდი), ფრანკ რიბერი, არიენ რობენი (ორივე – ბაიერნი).
ფორვარდები: მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი).