ფეხბურთი

14:03 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის დეტალები

2012-2013 წლების საფეხბურთო სეზონი მიუნხენის “ბაიერნმა” აბსოლუტური ტრიუმფით დაასრულა. იუპ ჰაინკესის დამოძღვრილმა მიუნხენელებმა ვადაზე გაცილებით ადრე გაინაღდეს ვერცხლის სინი და “დორტმუნდის” 2-წლიანი დომინირების შემდეგ, ჩემპიონობა დაიბრუნეს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურები მოიპოვეს “ბაიერნმა”, “დორტმუნდმა”, “ლევერკუზენმა” და “შალკემ”. მომდევნო სეზონიდან, მე-2 ბუნდესლიგაში გადაინაცვლებენ “ფორტუნა” და “ფიურტი”, მე-16 ადგილოსანმა “ჰოფენჰაიმმა” კი, “კაიზერსლაუტერნს” გადათამაშებაში სძლია და უმაღლეს ლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვა.

ახლა კი, ბუნდესლიგის გასული სეზონის საინტერესო მოვლენებზე ვთქვათ...

 

 

რეკორდები

მასპინძელი გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვება: ბაიერნი – ჰამბურგი 9:2

სტუმარი გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვება: ფორტუნა – ბაიერნი 0:5, ვერდერი – დორტმუნდი 0:5, ფიურტი – დორტმუნდი 1:6, ჰანოვერი – ბაიერნი 1:6.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: ბაიერნი – ჰამბურგი 9:2

ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია:  “ბაიერნი” (14 მატჩი)

ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია: “ბაიერნი” (25 მატჩი)

ყველაზე ხანგრძლივი წაგებათა სერია: “ჰოფენჰაიმი” (6 მატჩი)

გულშემატკივართა დასწრება: “დორტმუნდი” (80645 მაყურებელი)

 

* გასულ სეზონში, “ბაიერნმა” ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: დააგროვა 91 ქულა, გასვლით მატჩებში მოიპოვა 47 ქულა, მეორეადგილოსანს 25 ქულით გაუსწრო, 29 გამარჯვება მოიპოვა, გასვლითი მატჩებიდან 15 მოიგო, გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა 80 გოლია, მიუნხენელებმა გასვლით მატჩებში 42 გოლი მიითვალეს.

* “ბაიერნმა” თავისი 2 რეკორდიც გაიმეორა: მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. გარდა ამისა, “რეკორდმაისტერს” არცერთი გასვლითი მატჩი წაუგია. ეს რეკორდები მიუნხენელებმა 1986-1987 წლებშიც დაამყარეს.

 

ბომბარდირები:

25 გოლი (4 პენალტით) – შტეფან კისლინგი (“ლევერკუზენი”);

24 (1 პენალტით) – რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”);

16 (3 პენალტით) – ალექსანდერ მაიერი (“აინტრახტი”);

15 (5 პენალტით) – ვედად იბიშევიჩი (“შტუტგარტი”);

15 გოლი – მარიო მანჯუკიჩი (“ბაიერნი”);

14 გოლი – მარკო როისი (“დორტმუნდი”).

 

საგოლე გადაცემები:

14 – ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”);

11 – ტომას მიულერი, ფილიპ ლამი (ორივე - “ბაიერნი”);

10 – ჰიროსი კიოტაკე (“ნიურნბერგი”);

 

ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”).

 

ყვითელი ბარათები

ყველაზე მეტი – “ფორტუნა” (76)

ყველაზე ნაკლები – “ბაიერნი” (35)

 

წითელი ბარათები

ყველაზე მეტი – “შტუტგარტი” (7)

ყველაზე ნაკლები – ბაიერნი (1), გლადბახი (1)

 

ESPN-ის ვერსიით:

წლის გუნდი – “ბაიერნი”

წლის ფეხბურთელი – ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”)

წლის მწვრთნელი – კრისტიან შტრაიხი (“ფრაიბურგი”)

წლის მატჩი – “ბაიერნი” – “ჰამბურგი” 9:2

წლის სიურპრიზი – “ჰოფენჰაიმის” ბუნდესლიგაში დარჩენა.

0.129128