ფეხბურთი

18:48 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში საუკეთესოებად რიბერი და შტრაიხი აღიარეს

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა განვლილ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ქომაგებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი დაასახელეს, რომელმაც ხმათა 29% მიიღო. მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი (17%) გავიდა, ხოლო მესამეზე - “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი (12%).

საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვა საკმაოდ მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

კერძოდ, გულშემატკივრებმა საუკეთესოდ “ფრაიბურგის” თავკაცი კრისტიან შტრაიხი აღიარეს, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 48 პროცენტმა დაუჭირა. მეორე პოზიციაზე მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელი იუპ ჰაინკესი (23%) გავიდა, მესამეზე -  ფრანკფურტის “აინტრახტის” მთავარი მწვრთნელი არმინ ფე (18%).


0.147738