შაბათს, გერმანიის ბუნდესლიგის მე–19 ტურის 6 მატჩი ჩატარდა და ყველა მათგანი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით გამოსარჩევი ორი მატჩი იყო – „შალკეს“ გამარჯვება „ვოლფსბურგთან“ და „შტუტგარტის“ მარცხი „ლევერკუზენთან“.
გელზენკირხენელებმა დიტერ ჰეკინგის გაწვრთნილ „მგლებს“ უმასპინძლეს და შინ უქულოდ გაისტუმრეს. მატჩი „ხუმარებისთვის“ არცთუ იოლი გამოვიდა. „ფელტინს არენას“ ბინადრები ფელიპე სანტანას გოლით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში, მაქსიმილიან არნოლდმა წონასწორობა აღადგინა და „შალკეს“ საქმე გაურთულა.
მასპინძლები არ გატყდნენ და საწადელსაც მიაღწიეს – 81–ე წუთზე, რომან ნოიშტედტერის პასით კევინ–პრინს ბოატენგმა იხეირა და „შალკეს“ 3 ქულა მოუტანა – 2:1.
„ბაი არენაზე“ ჩასული „შტუტგარტი“ „ლევერკუზენთან“ მატჩში მორიც ლაიტნერის შორეული დარტყმით მალევე დაწინაურდა, მაგრამ ანგარიშის დიდ ხანს შენარჩუნება ვერ მოახერხა. 26–ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა შტეფან კისლინგმა გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში, ლევერკუზენელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მატჩის მიწურულს, საწადელს მიაღწიეს – ერენ დერდიოკმა ზუსტი თავური შეასრულა და სამი ჰიპიას გუნდს 2:1 მოაგებინა.
ერთობ უსუსურად იასპარეზა ბერტ ვან მარვეიკის დამოძღვრილმა „ჰამბურგმა“, რომელმაც „ჰოფენჰაიმისგან“ 3 უპასუხო ბურთი მიიღო. შედარებით მოულოდნელი იყო ბრემენის „ვერდერის“ მარცხი, რომელმაც ქულები „აუგსბურგთან“ გაანიავა. წარუმატებელი მატჩები ჰქონდათ „ფრიაბურგსა“ და „გლადბახს“, რომლებიც, შესაბამისად, „მაინცთან“ და „ჰანოვერთან“ დამარცხდნენ.
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000
შალკე – ვოლფსბურგი 2:1 (1:0)
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი (ჰოგლანდი 84), ბოატენგი (აიჰანი 86), ფარფანი, ნოიშტედტერი, მეიერი, ჰუნტელარი, ობასი (გორეცკა 60).
მწვრთნელი: იენს კელერი
ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე (ევსეევი 87), გუსტავო, პერიშიჩი, კალიჯური, დე ბრეინე, არნოლდი (ტრეში 89), ოლიჩი (დოსტი 59).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლი: 1:0 სანტანა (9), 1:1 არნოლდი (65), 2:1 ბოატენგი (81)
გაფრთხილება: ობასი (58), კოლაზინაკი (72) – ნალდო (72), დე ბრეინე (30), ოქსი (43)
გაძევება: კალიჯური (50)
კარში დარტყმა: 13 (9) – 10 (5) ჯარიმა: 17 - 18 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 4 – 7
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 25603
ჰოფენჰაიმი – ჰამბურგი 3:0 (2:0)
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (ჰამადი 86), რუდი (ვეტსერგორი 90), შტრობლი, ფირმინო, ჰერდლინგი (ელიუნუსი 87), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ჰამბურგი: დრობნი, ვესტერმანი, დიკმაიერი, ტა, ლამი, ვან დერ ვარტი, ბადელი, ბრაუი (არსლანი 73), ჩალხანოღლუ, ზუა, ჯონი (ილიჩევიჩი 59).
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი
გოლი: 1:0 ფირმინო (4), 2:0 ზიულე (44), 3:0 ბეკი (61)
გაფრთხილება: ბადელი (42)
კარში დარტყმა: 14 (10) – 7 (3) ჯარიმა: 26 - 15 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 8 - 2 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 3 – 7
აუგსბურგი. „სგლ არენა“.29000
აუგსბურგი – ვერდერი 3:1 (1:1)
აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (ეშვაინი 79), ბაიერი, ჰანტი, ფოგტი, ალტინტოპი (კორი 87), მილიკი (დონ–ვონი (69).
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, სელასი, კალდიროლა, გარსია, მაკიადი, ელია, იუნუზოვიჩი, კროოსი (შმიცი 46), პეტერსენი (ბარგფრედე 46), დი სანტო (კობილანსკი 68).
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლი: 0:1 კალსენ–ბრაკერი (3ს.კ), 1:1 ვერნერი (11), 2:1 ალტინტოპი (49), 3:1 ჰანი (55)
გაფრთხილება: კორი (89) – კროოსი (4), გარსია (18), კალდიროლა (74)
გაძევება: გარსია (45)
კარში დარტყმა: 20 (7) – 4 (1) ჯარიმა: 11 - 23 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 0 – 4
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 29000
ლევერკუზენი – შტუტგარტი 2:1 (1:1)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, რაინარცი, კასტრო, კანი, ბენდერი, როლფესი, ჰიუნ–მინი (დერდიოკი 75), კისლინგი (ვოლშაიდი 90).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, შვაბი, რიუდიგერი, რაუში, ხედირა (კაკაუ 89), ლაიტნერი, ჰარნიკი (მაქსიმი 62), ვერნერი (ტრაორე 79), იბიშევიჩი, აბდელაუიე.
მწვრთნელი: ტომას შნაიდერი
გოლი: 0:1 ლაიტნერი (12), 1:1 კისლინგი (26), 2:1 დერდიოკი (84)
გაფრთხილება: სპაჰიჩი (60), დერდიოკი (90) – ლაიტნერი (86)
კარში დარტყმა: 11 (6) – 9 (5) ჯარიმა: 19 - 17 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 4 – 4
მაინცი. „კოფას არენა“. 28000
მაინცი – ფრაიბურგი 2:2 (1:0)
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, დიასი (ბუნგერტი 90), ჩჟუ–ჰუ, ბელი, მორიცი (კოხი 75), მალი (ჩჟა–ჩოლი 58), გეისი, ოკაზაკი, ჩუპო–მოტინგი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა, სორგი, ჰენი, გინტერი, ფერნანდესი (ჰანკე 71), შუსტერი (კოკლენი 46), პილარჟი (კლაუსი 46), შიდი, დარიდა, მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 1:0 ჩჟუ–ჰუ (24), 2:0 ჩჟა–ჩოლი (86)
გაფრთხილება: ნოვესკი (45), ბელი (82) – შუსტერი (44), მუიჯა (90)
კარში დარტყმა: 13 (7) – 6 (4) ჯარიმა: 11 - 27 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4– 5
ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 47000
ჰანოვერი – გლადბახი 3:1 (0:0)
ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, რაიტორალი, ჰოფმანი, ჰუსტი (ანდრეასენი 87), შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი (პოკონიოლი 90), დიუფი, რუდნევი (შლაუდრაფი 89).
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო (ჰრგოტა 64), რაფაელი, ჯაკა (მლაპა 81), კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (იუნესი 74).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 რუდნევი (57), 2:0 დიუფი (82), 2:1 მლაპა (84), 3:1 დიუფი (90)
გაფრთხილება: ჰუსტი (87) – კორბი (73), ჯაკა (74)
კარში დარტყმა: 16 (11) – 12 (7) ჯარიმა: 10 - 16 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 38% - 62% სეივი: 6 – 8