გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტური „მშრალი“ მატჩით დაიწყო. გელზენკირხენის „შალკემ“ „მაინცს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და შეიძლება ითქვას, თითო ქულას ორივე კლუბი იმსახურებდა. საგოლე მომენტები „შალკესაც“ ჰქონდა და „მაინცსაც“, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხეს.
ასე იყო თუ ისე, გუნდებმა თავიანთ აქტივებს თითო ქულა მიამატეს. სადღეისოდ, „შალკე“ მე-4 პოზიციაზეა, „მაინცი“ კი, მე-7 ადგილს იკავებს.
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 61000
შალკე - მაინცი 0:0
შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ფარფანი, ნოიშტედტერი, გორეცკა (ობასი 81), მეიერი (დრაქსლერი 65), ჰუნტელარი (სალაი 88).
მწვრთნელი: იენს კელერი
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, დიასი, ბელი, სოტო, მიულერი (სალერი 83), მორიცი, ჩჟა-ჩოლი (პარკერი 74), გეისი, ოკაზაკი (ჩუპო-მოტინგი 74).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გაფრთხილება: ბოატენგი (78) - დიასი (58), მიულერი (65)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (8) ჯარიმა: 20 - 9 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 8 – 6