გერმანიის ბუნდესლიგის მე–10 ტური ორმა უხვგოლიანმა მატჩმა დაასრულა. „ჰამბურგმა“ „ფრაიბურგთან“ სტუმრად იმარჯვა, „გლადბახმა“ კი, „აინტრახტი“ გაანადგურა.
მოკლე დროში, ბერტ ვან მაარვიკმა ჰამბურგელებს თავისი ხელი ნამდვილად დაატყო. მისმა გუნდმა „ფრაიბურგს“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდა.
ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიონხენგლადბახს ეწვია და ადგილობრივ კლუბთან ვერაფერს გახდა. სტუმართა რბევა „გლადბახის“ ლიდერმა ხუან არანგომ დაიწყო, მაგრამ ფრანკფურტელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. „აინტრახტს“ იმედი გაუჩნდა, მაგრამ გოლიდან 3 წუთში, ოსკარ ვენდტმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მე–2 ტაიმში, მიონხენგლადბახელებმა მეტოქეს კიდევ 2 ბურთი გაუტანეს და 4:1 იმარჯვეს.
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000
ფრაიბურგი – ჰამბურგი 0:3 (0:1)
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში (შუსტერი 63), დიანე, სორგი, გიუნტერი (პილარჟი 84), გინტერი, ფერნანდესი (ფრაისი 46), კოკლენი, შმიდი, დარიდა, მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ (ზობიხი 22), ვესტერმანი, ტა, ვან დერ ვარტი, ბაისტერი, ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ (ილიჩევიჩი 78), ლასოგა (რუდნევი 84).
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი
გოლი: 0:1 ბაისტერი (37), 0:2 ლასოგა (47), 0:3 ვან დერ ვარტი (63)
გაფრთხილება: კოკლენი (74), დიანე (82) – ზობიხი (40)
კარში დარტყმა: 9 (5) – 17 (7) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 4 – 5
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი – აინტრახტი 4:1 (2:1)
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, ბრაუვერსი (მარქსი 77), იანტშკე, არანგო (დე იონგი 86), რაფაელი (იუნესი 78), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი.
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
აინტრახტი: ტრაპი, რუსი (ფლიუმი 39), სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა (ინუი 67), მაიერი (ლაკიჩი 74), აიგნერი, როდე, კადლეცი.
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლი: 1:0 არანგო (11), 1:1 აიგნერი (15), 2:1 ვენდტი (18), ჰერმანი (60), რაფაელი (66)
გაფრთხილება: არანგო (39), კრუზე (54) – აიგნერი (29), სამბრანო (30), როდე (62), იუნგი (79)
კარში დარტყმა: 13 (6) – 11 (8) ჯარიმა: 10 - 16 კუთხური: 1 - 3 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 7 – 6