პერსპექტიული ქართველი კალათბურთელი, უკანახაზელი ოთარ ბულიავა კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბულიავამ კალათბურთის თამაში „სოხუმში“ დაიწყო და ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში „სოხუმში“ თამაშობდა. აღნიშნული სეზონი დასრულების შემდეგ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბულიავა ამერიკაში გაემგზავრა და საკალათბურთო კარიერას ოკეანის გაღმა აგრძელებს. დაწვრილებით ინფორმაციას ბულიავას ამერიკული კარიერის შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით.