ბულგარეთში დიდი საერთაშორისო ტურნირი “ოქროს ქვიშები 2013” მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 40000 ევროს შედგენს.
აღნიშნულმა ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში 31 ქვეყნის 230-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის სამი ქართველი მოჭადრაკეა - ზურაბ ჯავახაძე, ივერი ჭიღლაძე და თამაზ მგელაძე.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება. მეოთხე ტურში სამივე ჩვენებურმა მოიგო. ჭიღლაძემ ელისტა რაევას (ბულგარეთი), მგელაძემ ალექსეი ბიკოვს (რუსეთი), ხოლო ჯავახაძემ ვასილ სპასოვს (ბულგარეთი) გააჩერებინა საათი.
ოთხი ტურის შემდეგ ჯავახაძესა და ჭიღლაძეს 3-3, ხოლო მგელაძეს 2,5 ქულა აქვთ. ქულათა მაქსიმუმით, ანუ 4-4 ქულით ზბინეკ პრაჩეკი (ჩეხეთი), ვლადისლავ ნევედნიჩნი (რუმინეთი) და თამირ ნაბათი (ისრაელი) ლიდერობენ.
ქართველი მოჭადრაკეებიდან მე-5 ტურში მგელაძე გეორგიოს გუმასს (ისრაელი), ჯავახაძე აბჯით გუფთას (ინდოეთი), ხოლო ჭიღლაძე სუნდარ შიამის (ინდოეთი) შეხვდება.