ფეხბურთი

17:51 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის რჩეული პირლოა

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მან თავისი ხმა თანამემამულესა და თანაკლუბელს, ანდრეა პირლოს მისცა.

“პირველ ადგილზე პირლო დავაყენე, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.” – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ის 3 ფეხბურთელი დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას განაგრძობენ. ივარაუდება, რომ სამეულს ფრანკ რიბერი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეადგენენ.

0.103894