ტურინის “იუვენტუსის” ვეტერან მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ განვითარდება მისი კარიერა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. 36 წლის იტალიელის აგენტმა სილვანო მარტინამ აპენინურ მედიას განუცხადა, რომ ტურინელთა კარის დარაჯს 3 ვარიანტი აქვს.
“ჯიჯი კლუბშიც და ნაკრებშიც კაპიტანია. ის ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და ყოველ მატჩში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბუფონს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ახლა მის მომავალზე საუბარი ნაადრევია. მას 3 ვარიანტი აქვს: კარიერის დასრულება, კლუბის შეცვლა, “იუვენტუსში” დარჩენა”, - განაცხადა მარტინამ.
ცნობისათვის, ბუფონმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა.