ფეხბურთი

16:31 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "სკუადრა აძურას” ძლევა გაუჭირდებათ"

 

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონიმ განაცხადა, რომ მუნდიალზე  იტალიის ეროვნული ნაკრების დამარცხება მოწინააღმდეგეებს გაუჭირდებათ.

"ჩვენ სოლიდური, ორგანიზებული გუნდი გვყავს და მატჩს ჩვენივე შეცდომით არ წავაგებთ. მოწინააღმდეგეებს ჩვენი ნაკრების ძლევა გაუჭირდებათ. რაც შეეხება ჩემ ასაკს, უკვე 36 წლის ვარ და ასეთ მაღალ დონეზე თამაშით კმაყოფილი ვარ. ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ" - აღნიშნა ბუფონიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონის იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსება 138-ჯერ აქვს დაცული.

გიორგი ბალახაძე

0.121804