ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ, თითქმის მთელ იტალიას, პირზე ”სკუადრა აძურას” გოლკიპერისა და კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის სახელი აკერია. ჯიჯი თავის ქვეყანაში უკვე ჭეშმარიტი გმირია და მისი ისედაც დიდი ავტორიტეტი უფრო მეტად გაიზარდა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯანლუიჯი ბუფონის სახელზე მადლობის წერილი შეადგინა, რომელსაც ხელი 10 ათასზე მეტმა ახალგაზრდა იტალიელმა მოაწერა. წერილი ქალაქიდან ქალაქში გადაჰქონდათ და მსურველები მასზე საკუთარ ხელმოწერას ტოვებდნენ.
პოლონეთში თანაგუნდელებთან ერთად დაბინავებულ, იტალიის ნაკრების ლეგენდარულ გოლკიპერს ათასობით ხელმოწერით დამშვენებული მადლობის წერილი უკვე მიუვიდა, რამაც ბუფონი ისე გაახარა, რომ პოლონელ და იტალიელ ჟურნალისტებს ამის შესახებ სიხარულის ცრემლების ღვარღვარით გამოუტყდა.