ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენით კმაყოფილია.
ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტე “იუვენტუსის” დატოვებას აპირებდა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ 44 წლის სპეციალისტი ტურინში რჩება.
“კონტე მანიაკი პროფესიონალია, რომელსაც მოგების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მან “იუვენტუსი” გააძლიერა და ახლა, გუნდის მის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია.
ვფიქრობ, პროგრესის და შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა კვლავ გვაქვს.” – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Sky Italia.