ფეხბურთი

16:37 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა ტყავაძე “დინამოდან” დაითხოვეს

ბუბა ტყავაძე საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

ტყავაძე რამდენიმე წლის განმავლობაში “დინამოს” მმართველი დირექტორი იყო, ხოლო 2011-2012 წლების სეზონში ანალოგიურ თანამდებობაზე რუსთავის “მეტალურგში” მუშაობდა. 2012-2013 წლების სეზონის დაწყებამდე, ის თბილისურ კლუბში სპორტულ დირექტორად დააბრუნეს, მაგრამ როგორც პარასკევს გახდა ცნობილი, თანამდებობა დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, “დინამოდან” გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი დაითხოვეს, რომელიც მამუკა მახათაძემ შეცვალა.

0.127785