საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის “კარპატის” საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ტელევიზორით ვუყურებდი მაიდანზე რაც ხდებოდა, ხოლო ახლა ყირიმში მიმდინარე მოვლენებით შოკირებული ვარ. ჩემთვის ეს ისტორია ნაცნობია, რადგან კარგად მახსოვს, რუსეთი საქართველოსთან როგორ მოიქცა. მაშინ, საქართველოს ჩემპიონატი, როგორც ახლა უკრაინაში გარკვეული ხნით შეჩერდა. ამის გამო, ჩვენ (მაშინ “ზესტაფონში” ვთამაშობდი) ძალიან განვიცდიდით. კარგია, რომ პაუზა მხოლოდ ორკვირიანი იყო. იმ ომში მეგობარი დავკარგე. მახსოვს, რომ ძალიან ვტიროდი. ომი ძალიან საშინელი რამაა, რადგან უდანაშაულო ხალხი იღუპება” – იუწყება footballnews.com.ua.