თორნიკე შენგელიას “ბრუკლინმა” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გამარჯვება მოიპოვა. “ნეთსი” ოკლაჰომაში შეხვდა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე “სანდერს” და დაძაბულ ბრძოლაში – 95:93 დაამარცხა.
სამწუხაროა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. ქართველ ფორვარდთან ერთად მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა მოედანზე ტაიშონ ტეილორიც არ გაიყვანა.
ბრუკლინელები თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 79:89 აგებდნენ, თუმცა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და 93:89 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება – საფინალო სირენამდე 5.8 წამით ადრე სერჟ იბაკამ 93:93 დააფიქსირა. გადამწყვეტი სროლის შესრულება ჯო ჯონსონმა ითავა, რომელმაც საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ”, რომელმაც იუტაში შეხვედრა 87:96 დათმო. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფაჩულია 6 დეკემბერს დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, ზაზა უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს.
4 იანვარს “მილუოკი” ფინიქსში ითამაშებს, ხოლო “ბრუკლინი” “კლივლენდს” უმასპინძლებს.
კლივლენდი –
მაიამი – გოლდენ სტეიტი 114:123 (33:38, 28:27, 26:31, 27:27)
ჩიკაგო – ბოსტონი 94:82 (24:21, 24:24, 22:17, 24:20)
ფინიქსი – მემფისი 91:99 (26:22, 15:31, 32:16, 18:30)
იუტა – მილუოკი 96:87 (20:20, 31:22, 23:19, 22:26)
პორტლენდი – შარლოტი 134:104 (39:21, 31:28, 30:28, 34:27)
საკრამენტო – ფილადელფია 104:113 (25:30, 26:31, 26:31, 27:21)
www.gbf.ge