თამაშგარე

12:33 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრუკლინი მოდელობამ დაღალა

29 წლის ამერიკელი ჩოგბურთელის, ენდი როდიკის 24 წლის მეუღლე ბრუკლინ დეკერს, რომელმაც პოპულარობა სხვადასხვა ფოტოსესიებში მონაწილეობით მოიპოვა, მოდელობა მობეზრდა. სამოდელო სფეროში მოსახვედრად გოგონას დიდი ძალისხმევა დაჭირდა, თუმცა მიზნის მიღწევის შემდეგ ბრუკლინმა აღმოაჩინა, რომ მოდელობა ძალიან დამღლელი ყოფილა.
“დიდი მკერდი მაქვს, ბევრს ვსაუბრობ და ვიღიმი, - აცხადებს დეკერი, – პოდიუმზე მოსიარულე ზედმეტად გამხდარ გოგონებს არასოდეს ვგავდი და სამუშაოს არავინ მაძლევდა”.
“მოგზაურობა მიყვარს, მუშაობა კი, არა, - მოგვითხრობს ბრუკლინი, – სამოდელო კარიერა ჩემთვის მხოლოდ ცხოვრების სტიმული იყო და არა მიზანი”.
შესაძლოა, დეკერმა მოდელობიდან მსახიობობაზე გადართვა გადაწყვიტა. მის ანგარიშზე უკვე ხუთი ფილმია, მათ შორის - “თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ”, რომელშიც პარტნიორობა ჯენიფერ ენისტონს გაუწია. ახლახანს კი, ეკრანებზე “საბრძოლო გემი” გამოვიდა, რომელშიც ცნობილ მომღერალ რიანასთან ერთად თამაშობს
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.13942