ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოდან” ფორვარდ დიეგო კოსტას შეძენას შეეცდება. მის სანაცვლოდ ლონდონელები მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
კოსტამ ევროპული კარიერა 2006 წელს პორტუგალიურ “ბრაგაში” დაიწყო. იმავე წლის დეკემბერში, მის სანაცვლოდ “ატლეტიკომ” პორტუგალიელებს თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა. მადრიდელები უფლებების დარჩენილი ნაწილი მხოლოდ 2010 წლის ზაფხულში შეიძინეს.
მიმდინარე სეზონში, კოსტამ “ატლეტიკოში” 12 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.