ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავი დიეგო კოსტა ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდება. The Sun-ის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როგორც ირკვევა, “ჩელსის” ხელმძღვანელობა “ატლეტიკოს” 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაუხდის. ევროპული მედიასაშუალებები “არისტოკრატებს” კოსტას სახელს დიდი ხანია უკავშირებენ და მისთვის ბრძოლაში, ფავორიტად თავიდანვე ლონდონელები ითვლებოდნენ.
მიუხედავად ბრიტანული მედიის მტკიცებისა, ჯერჯერობით, მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ. სავარაუდოდ, კლუბები განცხადებას სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.