ჭიდაობა

16:48 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოსთვის მარტო ლაშხი იჭიდავებს

 

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 59, 66, 98 და 130 კილოგრამებში უნდა მოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს კი დილის პროგრამის შემდეგ ერთი მოჭიდავეღა შემორჩა – ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი რევაზ ლაშხი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ლაშხმა ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკთან წაგებით, მაგრამ შემდეგ დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, რადგან კურაკმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. რეპეშაჟში ქართველმა მოჭიდავემ ავსტრიელ ბენედიქტ პუფერს და უკრაინელ დენის დემიანკოვს აჯობა. “ბრინჯაოს ფინალში” კი უნგრელ იშტვან ლევაის შეხვდება.

ლაშა გოგიტაძე (59 კგ) და გურამ ფერსელიძეც (130 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ, ოღონდ მათმა მძლეველებმა: სერბმა კრისტიან ფრისმა და ლიტველმა მინდაუგას მიზგაიტისმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. ვასილ იმერლიშვილი (98 კგ) კი ფინურ ხალიჩაზე სამჯერ გავიდა. ევროპირველობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის ადვილად აჯობა. მეოთხედფინალში თურქ ჩენკ ილდემთან უქულო შეხვედრაში სამჯერ გაფრთხილების გამო წააგო. მერე კი რეპეშაჟშიც დამარცხდა შვედ ფრედრიკ შონთან.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.

0.121611