სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

17:19 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრეგაძე და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს გიორგი ბრეგაძესა (60 კგ) და ტარზან მაისურაძეს (74 კგ) პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. დილის პროგრამა ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა და 4 საათში ფინალურ შეხვედრებს ჩაატარებენ.

ბრეგაძემ შეჯიბრება ბერძენი პატიოს პაპადაკისის ძლევით გახსნა (4:0), მეოთხედფინალში გერმანელ დავიდ ვოლნის აჯობა (12:4), ნახევარფინალში – უკრაინელ ივან ბილეიჩუკს (11:7). გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ იმამ აჯიევს დაუპირისპირდება.

ტარზან მაისურაძემ ფინალის გზაზე ბრიტანელი თომას ჰოუტორნი (12:0), ბერძენი კოსტას გკოცისი (არ იჭიდავა), თურქი მურატ ერთურქი (13:0) და აზერბაიჯანელი ჰაჯიმურატ ომაროვი (10:0) ჩამოიცილა. ოქროს მედლისთვის კი უკრაინელ ოლექსეი შერბაკს დაეჭიდება.

დღესვე მედლები 50 და 96 კილოგრამებშიც თამაშდება. საქართველოს სახელით საქმეში ალექსანდრე კილაძე (50 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ დამარცხდნენ და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113923