"ვაშინგტონის" ხელმძღვანელობამ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ გუნდის ახალწვეული ბრედლი ბილის ტრავმა, გაცლებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას გუნდის ექიმები ვარაუდობდნენ და ახალგაზრდა კალათბურთელისთვის, მიმდინარე რეგულარული პირველობა დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ ბრედლი, 2012 წლის დრაფტზე მე-3-ე ნომრად აირჩიეს და სადებიუტო სეზონში მისი საშუალო მონაგარი "ვიზარდსის" რიგებში, 13,9 ქულა, 2,4 მოხსნა და 3,8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ბილი დეკემბრის და იანვრის თვის საუკეთესო ახალბედა მოთამაშე გახდა. ასევე, მის ანგარიშზეა საკლუბო რეკორდიც - 91 ზუსტი სამქულიანი 2012-13 წლების სეზონში.