ამერიკაში დიდი ხანია, უზომო პოპულარობით სარგებლობს რეალითი-შოუ “კალათბურთელების ცოლები”. სუზი კეჩამი და კენია ბეილიც სწორედ ამ შოუს გმირები არიან. კეჩამი მაიკლ ოლოვოკანდის ყოფილი ცოლის სტატუსით მოხვდა შოუში, ბეილი, კი ჩარლი ბეილის ყოფილი ცოლი გახლავთ... მათი სტრესის დონემ პიკს მიაღწია, რამდენიმე დღის წინ ვეღარ მოთოკეს ნერვები და პირდაპირ ეთერში დაუწყეს ერთმანეთს ხორცის ბურთულების სროლა.
როგორც გაირკვა, ყველაფერი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში, გადაღებისას მოხდა. კენია ბელი შოუს შარშანდელი მონაწილეა. შარშან მან თავისი ნებით დატოვა შოუ, თუმცა წლეულს რატომღაც დაბრუნება გადაწყვიტა.
პროდუსერების თქმით, გადაღება სწორედ მის დაბრუნებას ეხებოდა და სუზისთან ერთად მხოლოდ უნდა ესადილა, ხორცის ბურთულების სროლა კი ჩანაფიქრში არ ყოფილა. რამდენად მოულოდნელი იყო ეს სცენა თავად პროდუსერებისთვის, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა პრესასთან ისინი აცხადებენ, რომ არაფერი იცოდნენ და კონფლიქტი ნამდვილად მათ თვალწინ ჩაისახა. საეჭვოა ისიც, რომ ასეთი ინციდენტის მერე პოლიცია არავის გამოუძახებია, კამერებს კი მუშაობა არ შეუწყვიტავთ.
როგორც უნდა იყოს, “კალათბურთელების ცოლების” შემდეგი სერია ძალიან საინტერესო იქნება.