თამაშგარე

11:07 | 1.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური სკანდალი ლონდონში

ბრაზილიელმა მოცურავემ, სეზარ აუგუსტო სიელო ფილიომ თავისი სატრფო პრისცილა მაშადო ლონდონში საგულშემატკივროდ წაიყვანა და შეიძლება უკვე მწარედაც ინანა ამ გადაწყვეტილების გამო. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ სანამ სეზარ აუგუსტო ვარჯიშსა და მზადებაში იყო გართული, პრისცილა მას ახალგაზრდა ინგლისელ მსახიობთან, ვინმე ერს უორენთან ღალატობდა.
ღალატის ფაქტი, მართალია, დადასტურებული არ არის, მაგრამ ცეცხლი უნაპერწკლოდ რომ არ ჩნდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. მით უმეტეს, რომ წყვილს განსაკუთრებით იდეალური ურთიერთობა ადრეც არ ჰქონია და სეზარ აუგუსტო ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმეჯერ გაშორდა კიდეც პრისცილას. თუმცა, ყველა ეს განშორება ბოლოს მაინც შერიგებით მთავრდებოდა ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ პრისცილა მაშადო სამი წლის წინათ ”მის ბრაზილია” გახდა და ამ სტატუსით ”მის მსოფლიოზეც” მიიღო მონაწილეობა. თუმცა, პოპულარული ლამაზმანის იმიჯის გარდა, პრისცილამ კაპრიზული და სკანდალური ქალის სახელიც დაიგდო. თუკი მისი მხრიდან სატრფოსათვის ღალატის ამბავი ნამდვილი აღმოჩნდება, სეზარ ავგუსტოსDშემდეგი ნაბიჯის გამოცნობა, ცოტა არ იყოს, რთული იქნება.
 

0.144938