უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის მიმართ ფიფას პრეტენზიები თითქმის არ ჰქონია. აფრიკის ყველაზე შეძლებულმა ქვეყანამ შესანიშნავად გაართვა თავი მსოფლიო მუნდიალის მასპინძლობის ტვირთს და დაამტკიცა, რომ ”შავ კონტინეტზეც” შეიძლება დიდი ტურნირების გამართვა.
ერთადერთი, რაც სამხრეთ აფრიკაში ფიფას და ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ნაკრების ქომაგებს არ მოეწონათ, ეს საყვირ ვუვუზელას გამაყრუებელი ჭყვიტინი იყო. ვუვუზელას ხმა მხოლოდ სტადიონზე კი არა, ქალაქებში ღამითაც კი ისმოდა და ყველას ნერვებს უშლიდა.
სამხრეთ აფრიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბრაზილიაში გასამართი მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ფიფამ და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ უკვე მიიღეს სათანადო ზომები. მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ღამის 12 საათის შემდეგ, ნებისმიერი სახის ხმაურის ამტეხი საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.