თამაშგარე

11:30 | 21.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის მარცხის შემთხვევაში, არგენტინაში სუფრები გაიშლება

ცნობილი ამბავია, თუ რაოდენ არ მოსდით ერთმანეთი თვალში არგენტინელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებსა და მეტადრე, ”სელესაოსა“ და “ალბისელესტეს“ ქომაგებს. ალბათ, ერთი წიგნი არ ეყოფა ამ ორ ქვეყანას შორის საფეხბურთოი მტრობის ისტორიული პერიპეტიების სრულად ასახვას. ეს მტრობა დღემდე გრძედება და ალბათ, არასოდეს ექნება დასასრული. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა არგენტინულმა რესტორნების ქსელმა გააკეთა.

ბუენოს აირესული სარესტორნო ქსელის მეპატრონემ, ვინმე - ინედა კაბილომ განაცხადა, რომ წლევანდელ კოპა ამერიკის გათამაშებაში (რომელიც არგენტინაში იმართება) ბრაზილიის ნაკრების ყოველი წაგების შემთხვევაში, იმ დღეს როდესაც ბრაზილია დამარცხდება, მისი რესტორნები ყველა მსურველს უფასო ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ხოლო,თუ ისე მოხდა, რომ ბრაზილია არგენტინამ დაამარცხა, ამ შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებით გრანდიოზულ სიურპრიზს შესთავაზებენ.

ძნელი სათქმელია, რამ გადააწყვეტინა სენიორ ინედა კაბილოს ასეთი უცნაური (ერთი შეხედვით წამგებიანი) აქციის გაკეთება, (შეიძლება, ბრაზილიის ნაკრების არწაგებისაც ეიმედება) მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ორიგინალურ წამოწყებას არგენტინაში მიმბაძველები აუცილებლად გამოუჩნდებიან.

0.131073