ჩოგბურთი

17:22 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბრაზილიელი“ ნა ლი

ქალთა რეიტინგსიის მეორე ნომერი ნა ლი ამჟამად მადრიდის “მასტერზ1000”-ის ემზადება, თუმცა ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებადაც გამონახა დრო და სურათი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მაისურითა და ხელში მუნდიალის ბურთით გადაიღო.

შეგახსენებთ სადიდსლემო ტურნირების 32 წლის ორგზის ტრიუმფატორმა ჩინელმა წლეულს ასევე 2 ტურნირში იმარჯვა. ესპანეთის დედაქალაქში ჩასატარებელ შეჯიბრებას რაც შეეხება, ასპარეზობა სტარტს 2 მაისს აიღებს, ფინალები კი 11-ში ჩატარდება. ქალთა ტურნირის შარშანდელ ფინალში ამერიკელმა სერენა უილიამსმა რუს მარია შარაპოვას 6:1, 6:4 მოუგო. მამაკაცებს რაც შეეხება, 2013-ის გადამწყვეტ პაექრობაში რაფა ნადალმა სტანისლას ვავრინკას 6:2, 6:4 სძლია.

თეგებინა ლი
0.118621