თამაშგარე

11:33 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი ფსევდომორალისტები

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში ფიქრობენ, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მათ ქვეყანაში შესაძლებელია მეზობელი ქვეყნებიდან მეძავთა დიდი მიძალება იყოს და ბრაზილიის პოლიციას აქედანვე სთხოვენ ზომების მიღებას.

როგორც ჩანს, ბრაზილიური ფეხბურთის მამებს ბოლო დროს “მორალისტურმა ჭიაღუებმა” შეუტიეს, თორემ ისეთ თავისუფალ ქვეყანაში - როგორიც ბრაზილიაა, წარმოუდგენელია რატომ უნდა აიკრძალოს სექს-ტურიზმი. მით უმეტეს, როდესაც რიოს ცნობილ კარნავალზე პირიქით, მსგავსი რამეების წაქეზება ხდება.

ბრაზილიური ფეხბურთის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყანაში ადამიანები პირველ რიგში მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთის სანახავად უნდა ჩავიდნენ და არა მეძავებში საძრომიალოდ. მაგრამ საინტერესოა როგორ გააკონტროლებენ მავანი ტურისტი რომელ ბრაზილიელ ასულს მიუცუცქდება...


0.154475