კალათბურთი

22:04 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას ლიდერები არ დაუტვირთავს

მსოფლიო პირველობაზე უძლიერესად მიჩნეული A ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიამ იოლი გამარჯვება იზეიმა. სამხრეთამერიკელებმა ირანი 79:50 გაანადგურეს და თანაც, მათ მწვრთნელ რუბენ მანიანოს გუნდის ლიდერები დიდად არ დაუტვირთავს.

ბრაზილიელთაგან 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა უწია – გარსია (12), ბარბოსა (11) და სპლიტერი (10). ისიც სათქმელია, რომ გამარჯვებულებმა ერთბაშად 17 ჩაჭრა მიითვალეს და მეტოქე სხვა კომპონენტებშიც აშკარად დაჯაბნეს.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი. გრანადა

ბრაზილია – ირანი 79:50 (17:18, 23:6, 21:12, 18:14)

0.122486