კალათბურთი

1:54 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ნბა-ს ოთხეული შეკრიბა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “უაილდ ქარდის” წყალობით გასულმა ბრაზილიის საკალათბურთო ნაკრებმა სატურნიროდ 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც 4 ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას წარმოადგენს.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა: მაჩადო (ფლამენგო), ნეტო (მურსია, ესპანეთი), ჰეტშეიმერი (ბაურუ), ტეილორი (ბაურუ), გარსია (ბაურუ), უერტასი (ბარსელონა, ესპანეთი), ბარბოსა (ფინიქსი, აშშ), ვარეჟაო (კლივლენდი, აშშ), ჯიოვანონი (ბრაზილია), ილარიო (ვაშინგტონი, აშშ), ვიეირა (ფლამენგო), სპლიტერი (სან ანტონიო, აშშ).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. ბრაზილიელები A ჯგუფში ეგვიპტეს, საფრანგეთს, ირანს, სერბეთს და ესპანეთს ეთამაშებიან.

0.115369