ფეხბურთი

13:34 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია ბოლივიაში ავიდა და 4:0 მოიგო

ნეიმარის დუბლი, დამიაოსა და ლეანდროს თითო-თითო გოლი, რონალდინიოს ფინტები - ბრაზილია ბოლივიაში ჩავიდა (უფრო სწორად, ავიდა, რადგან ეს ქვეყანა ყველამ იცის, მაღალმთიან რეგიონშია) და ამხანაგურ მატჩში 4:0 სძლია.

ლუიშ ფელიპე სკოლარის სულ სამხრეთ ამერიკულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა გამარჯვება არ გასჭირვებია. კვლავ ვიხილეთ "სელესაოში" რონალდინიო და გამოჩნდა პატოც.

პირველი გოლი დამიაომ დებიუტშივე გაიტანა, რომელმაც პაულინიოს პასის შემდეგ, წამით დაასწრო მცველს.

დადგა რონალდინიოს შოუს დროც. ერთ დროს მსოფლიოს N1 ფეხბურთელი პუბლიკაზეც თამაშობდა და პასი, რომლითაც ნეიმარი მეკარეს პირისპირ შეატოვა, სუპერი იყო.

"სანტოსის" ფორვარდმაც ტექნიკურად დაარტყა - 0:2.

პირველი ტაიმის ბოლოს, ნეიმარმა დუბლი გაიფორმა. ამჯერად, ჟადსონმა გაატანინა - 0:3.

ნეიმარს ნაკრებში უკვე 19 გოლი მოუგროვდა (31 მატჩში).

ბოლო გოლი ვევერსონ ლეანდრომ მიითვალა, რომელიც ჯერ 20 წლისაც არაა. "პალმეირასის" ფორვარდს დებიუტი ჰქონდა ნაკრებში და ამაზე უკეთესს ვერ მოიწყობდა - სულ 12 წუთი ითამაშა და გაიტანა, კერძოდ, პაულინიოს შეტევის შემდეგ, ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ლეანდრომ ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.  

ბრაზილია: ჟეფერსონი, რაფაელ ჟეანი, დედე (დორია 87), რევერი, ანდრე სანტოსი, რალფი, პაულინიო, ჟადსონი, რონალდინიო (ლეანდრო 78), ნეიმარი (ოსვალდო 46), დამიაო (პატო 46).

გოლები: 0:1 დამიაო (3), 0:2, 0:3 ნეიმარი (31, 42), 0:4 ლეანდრო (90)

0.115208